ფეხბურთი

20:04 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” ბალენსიაგასა და ადურისს გაუხანგრძლივა

ბასკურმა “ბილბაომ” ძირითადი შემადგენლობის ორ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

26 წლის მიკელ ბალენსიაგა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, “სან მამესზე” 2019 წლამდე დარჩება.

რაც შეეხება არის ადურისს, 33 წლის ფორვარდი “ბილბაოს” ღირსებას 2016 წლამდე დაიცავს. მან მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.115283