ფეხბურთი

17:53 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკვილაძე “ტორპედოს” შეუერთდა, საბანაძე ადგილზეა

შობის შემდეგ ქუთაისის “ტორპედომ” ვარჯიში განაახლა და გუნდს თენგიზ ჩიკვილაძე შეუერთდა, რომელიც პირველ წრეში რიონისპირელთა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.

ქუთაისელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მზადება 3 იანვარს დაიწყეს და მაშინ, კაპიტანი ტორპედოელებთან ერთად არ იყო.

მიმდინარე წლის დასაწყისში ბულგარული სხვადასხვა ინტერნეტპორტალები ნიკა საბანაძის პლოვდივის “ლოკომოტივში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ იუწყებოდნენ. თუმცა, blitz.bg-ის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი პლოვდიველთა რიგებში არ ითამაშებს, რადგან ბულგარულ კლუბში ფინანსური კრიზისია. ამჟამად, საბანაძე “ტორპედოში” ვარჯიშობს.

0.11236