აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ბაქოს აზალ-ი, რომელშიც ქართველი მცველი ლაშა კასრაძე გამოდის, თურქეთის ნაცვლად, შეკრებას საქართველოში გაივლის. ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანული გუნდი თბილისში 22 იანვარს ჩამოვა და 6 დღე დარჩება. აზალ-ი თბილისში ქართულ გუნდებთან 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
25 წლის კასრაძე აზალ-ში ზაფხულში გადავიდა და 15 მატჩი ჩაატარა.