ფიფა/კოკა კოლას იანვრის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 126-ე ადგილზეა.
აქამდე, ნაკრებს რეიტინგში ასეთი ცუდი შედეგია არ ჰქონია. ამაზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ შარშან დეკემბერში დაფიქსირდა – 125-ე ადგილი.
რეიტინგის სათავეში ვითარება უცვლელია – პირველ ადგილზე გერმანიაა, მეორეზე არგენტინა, ხოლო მესამეზე კოლუმბია.
8 იანვრისთვის ფიფა/კოკა კოლას რეიტინში საუკეთესო 20 გუნდში ჩამონათვალი ასეთია:
1 (1). გერმანია – 1725
2 (2). არგენტინა – 1538
3 (3). კოლუმბია – 1450
4 (4). ბელგია – 1417
5 (5). ჰოლანდია – 1374
6 (6). ბრაზილია – 1316
7 (7). პორტუგალია – 1160
7 (7). საფრანგეთი – 1160
9 (9). ესპანეთი – 1142
10 (10). ურუგვაი – 1135
11 (11). იტალია – 1103
12 (12). შვეიცარია – 1091
13 (13). ინგლისი – 1032
14 (14). ჩილე – 1016
15 (15). რუმინეთი – 1014
16 (16). კოსტა რიკა – 995
17 (17). ჩეხეთი – 987
18 (18). ალჟირი – 948
19 (19). ხორვატია – 946
20 (20). მექსიკა – 913
...36 (36). შოტლანდია – 729
...41 (41). პოლონეთი – 680
...65 (64). ირლანდია – 519
...126 (125). საქართველო – 239
გერმანია, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.
გასული წლის მიწურულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელად კახა ცხადაძე დანიშნა, რომელმაც კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა. ის ივნისამდე ბაქოს “ინტერში” და ეროვნულ გუნდში პარალელურად იმუშავებს, ხოლო ივნისიდან მხოლოდ ნაკრებს უხელმძღვანელებს.