ჩოგბურთი

16:19 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: “ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე”

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიაში იმყოფება და ამ ქვეყნის ღია პირველობაზე სათამაშოდ ემზადება, რომელიც სტარტს 19 იანვარს აიღებს, მანამდე კი საკვალიფიკაციო მატჩებიც ჩატარდება.

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ასეთი გულშემატკივრობისათვის და გვერდში დგომისთვის. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. დღეს ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე კორტზე, ივომაც არ მომცა ამის საშუალება. 2 საათში მივფრინავ მელბურნში და მოვემზადები ავსტრალიის პირველობის სათამაშოდ” – ეს განცხადება ბასილაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ხორვატ კარლოვიჩთან მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა აღნიშნული თამაში ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) ეგიდით ჩაატარა და 6:7 (3:7), 3:6 წააგო. მანამდე, ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში 3 თამაში მოიგო, ძირითად ბადეში კი რუს მიხაილ იუჟნის 7:5, 6:2 სძლია.

აღნიშნულის წყალობით, ბასილაშვილმა “ლაივ-რეიტინგში” 157-ე ადგილზე გადაინაცვლა და ეს, მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ისიც ვთქვათ, რომ “აუსტრალიან ოუფენის” საკვალიფიკაციო ბადეების წილისყრა 12 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.

0.118716