ლევან ყენია პრაზის “სლავიას” შემადგენლებაში მოსამზადებელ ეტაპს სლოვაკეთში გადის. გუნდი ქალაქ კორნაში იმყოფება ჩეხეთის საზღვართან ახლოს. ის ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნურსაფარიანი დახურული დარბაზია, სადაც “სლავია” ამჟამად ვარჯიშობს.
24 წლის ყენია “სლავიაში” გასული წლის შემოდგომაზე გადავიდა და პრაღელთა რიგებში 2 შეხვედრა გამართა.
ცოტა ხნის წინ, კლუბისთვის მიცემულ ინტერვიუში პრაღელთა თავკაცმა თქვა, რომ ყენია კარგი შენაძენია, რომელსაც გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია.