9 დეკემბრიდან ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში სტარტს აიღებს ტრადიციული, რიგით 77-ე საჭადრაკო ფესტივალი Tata Steel Chess Tournament. მთავარ A ტურნირში პირველად იასპარეზებს ქართული ვაჟთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2727).
შეჯიბრი 14 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართება, შემდეგი დორის კონტროლით: 100 წთ./40 სვ.+50 წთ./20 სვ+15 წთ. პარტიის ბოლომდე – 30 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე.
სათამაშო დღეები: 10-13, 15-18, 20-21 და 23-25 იანვარი. დასვენების დღეებია: 14,19 და 22 იანვარი. პარტიები თბილისის დროით 15.30 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი ტური სტარტს 14.00 აიღებს.
სუპერტურნირის მონაწილეთა სია:
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია; 2862)
ფაბიანო კარუანა (იტალია; 2820)
ლევონ არონიანი (სომხეთი; 2797)
ანიშ გირი (ჰოლანდია; 2784)
უესლი სოუ (აშშ; 2762)
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2757)
რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2744)
ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი; 2734)
დინგ ლირენი (ჩინეთი; 2732)
ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2727)
ვასილი ივანჩუკი (უკრაინა; 2715)
ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2673)
ვან ველი (ჰოლანდია; 2667)
ივან სარიჩი (ხორვატია; 2666)