ბოლნისის “სიონის” ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძე კარიერას მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიაში (უმაღლესი ლიგა) გააგრძელებს. ინტერნეტპორტალ moldova.sports.md-ის ინფორმაციით 33 წლის ფეხბურთელი კიშინიოვის “დაჩიაში” ითამაშებს, რომელსაც გასული წლის დეკემბერში ჯაბა დვალი შეუერთდა. მან კლუბთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მხოლოდ ხელმოწერაღაა დარჩენილი.
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ბოლნისის “სიონში” გაატარა, რომლის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლნისელთა რიგებში ვიდრე ჩაირიცხებოდა, 2008-2014 წლებში სირაძე ნალჩიკის “სპარტაკში” გამოდიოდა, სადაც 153 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
“დაჩიას” 33 ქულით მოლდოვის ჩემპიონატის 11 გუნდში პირველი ადგილი უკავია.