“სიონის” 27 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი ჟოფრეი სერეი დიე საკადრისად დაისაჯა. შვეიცარიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ფერადკანიან ფეხბურთელს ბურთების მომწოდებელი ბიჭისთვის სილის გაწნისთვის 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სერეი დიეს გუნდი “ლოზანასთან” დამარცხდა და სუპერლიგიდან გავარდა. ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ჟოფრეის 5 დღის განმავლობაში შეუძლია.
ფეხბურთელი თავს იმით იმართლებს, რომ ბიჭუნა ბურთების მოწოდებას ძალიან დიდხანს უნდებოდა. აქვე გეტყვით, რომ “სიონი” უეფასთან, ფიფასა და ნაციონალურ საფეხბურთო ფედერაციასთან სასამართლო დავებისთვის 36 ქულით დააჯარიმეს.