იანვრის მეორე ნახევარში სუპერლიგა ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალისა და ყველა ვარსკვლავის მატჩის გამართვას აპირებს. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
"ჯერჯერობით უცნობია მემორიალისა და ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარების ადგილი და ზუსტი თარიღი", გვითხრა რუაძემ.
კალათბურთელთა 24-ე ეროვნული ჩემპიონატი, მეორე წრის მატჩებით, თებერვალში განახლდება.