ფეხბურთი

16:10 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა ჯერჯერობით “ანჟის” ფეხბურთელია

ბოლო დღეებში რუსული პრესა იუწყება, რომ გია გრიგალავა კარიერას პრემიერლიგის კლუბ პერმის “ამკარში” გააგრძელებს, თუმცა, პირველ დივიზიონში მოასპარეზე მაჰაჭყალის “ანჟის” სპორტულმა დირექტორმა ნარვიკ სირხაევმა განაცხადა, რომ ქართველი ჯერჯერობით მახაჩყალური გუნდის ფეხბურთელად ითვლება.

ამ თემაზე სირხაევი ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-ს ესაუბრა.

ნარვიკ სირხაევი: - გია გრიგალავა “ამკარში”? ჯერჯერობით გრიგალავასთან დაკავშირებით სიტუაციას ნათელს ვერ მოვფენ. სათქმელი არაფერი მაქვს. ამჟამად, ის “ანჟის” ფეხბურთელია.

- კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გრიგალავა გვარი როგორც პირველი გუნდის, ასევე “ანჟი 2-ის” შემადგენლობაში რატომ არაა?

- იცით, ამაზე საუბარი არ მსურს. უბრალოდ, ასეთი სიტუაცია შეიქმნა.

- ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში გრიგალავა არ თამაშობდა, ლეგიონერების ლიმიტს უკავშირდება?

- დიახ, მათ შორის ამასაც.

ქართველი მცველის მიმართ ინტერესი პერმელთა პრეზიდენტმაც დაადასტურა, მაგრამ დასძინა, რომ გრიგალავა "ამკარში” ჯერ არ გადასულა.

0.134794