ავსტრიული “ზალცბურგის” აწ უკვე ყოფილი ბრაზილიელი მცველი ანდრე რამალიო 2015 წლის ზაფხულიდან კარიერას ბუნდესლიგის კლუბ ლევერკუზენის “ბაიერში” გააგრძელებს. ინფორმაცია “ფარმაცევტების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
22 წლის ფეხბურთელს ავსტრიელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ივლისში გერმანელები ბრაზილიელ ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებენ. რამალიო “ბაიერთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ანდრე რამალიომ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.