გელზერკირხენის “შალკეს” გერმანელი შემტევი კრისტიან კლემენსი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით “მაინცში” გაატარებს. ინფორმაცია მაინცელების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
“კიოლნის” აკადემიის აღზრდილი შალკეს” 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელი გელზერკინხელთა მაისურით მოედანზე 18 შეხვედრაში გამოჩნდა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში კლემენმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 352 წუთი გაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერი ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.