გამთენიისას ამერიკის საციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2 მატჩი გაიმართა.
“სან ანტონიო” საკუთარ დარბაზში “დეტროიტს” შეხვდა. ამ მატჩში ჩემპიონებს ტონი პარკერი დაუბრუნდათ. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა პირველი პერიოდი 17-ქულიანი სხვაობით მოიგეს - 37:20. მაგრამ დეტროიტელებმა მოახერხეს მეტოქის დაწევა და მეოთხე პერიოდის დასაწყისში 5 ქულითაც დაწინაურდნენ. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე “სან ანტონიოს” ჰქონდა ბურთი და ჩემპიონები 104:103 იგებდნენ. მაგრამ ტეხასელებმა ბურთის შემოტანის დროს შეცდომა დაუშვეს, ბურთს “დეტროიტის” გამთამაშებელი ბრენდან ჯენინგსი დაეუფლა, რომელმაც ბოლო წამზე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოუტანა.
“სან ანტონიო” 21 მოგებით და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდეა, “დეტროიტი” აღმოსავლეთში მე-13 ადგილზეა.
“სან ანტონიო სპურსი” – “დეტროიტ პისტონსი” 104:105 (37:20, 21:29, 19:33, 27:23)
“სან ანტონიო”: აირესი (16 ქ.), დანკანი (15 ქ. 7 მ.), გრინი (13 ქ. 6 მ.), ბელინელი (12 ქ.), ჯინობილი (11 ქ. 8 პ.), სპლიტერი (10 ქ. 7 მ.), დიაო (10 ქ.), ჯოზეფი (7 ქ.), მაილსი (6 ქ.), პარკერი (3 ქ.), ბონერი (1 ქ.)
“დეტროიტი”: დრამონდი (20 ქ. 17 მ.), აუგუსტინი (19 ქ.), მონრო (17 ქ. 11 მ.), ჯენინგსი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), იერებკო (5 ქ.), ტოლივერი (3 ქ.), სინგლერი (3 ქ), ბატლერი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=rZ5qjLQ1UvA
“მილუოკი ბაქსი” – “ფინიქს სანსი” 96:102 (21:15, 23:28, 28:28, 24:31)
“მილუოკი”: ნაითი (26 ქ.), ანტეტოკუნმპო (16 ქ. 12 მ.), მიდელტონი (13 ქ.), ჰენსონი (13 ქ.), დადლი (10 ქ.), ფაჩულია (7 ქ. 8 მ.), მაიო (4 ქ.), ბეილესი (4 ქ.), ო’ბრაიანტი (3 ქ.)
“ფინიქსი”: მარკიეფ მორისი (26 ქ. 10 მ.), ტომასი (19 ქ.), დრაგიჩი (16 ქ. 6 მ.), ბლედსოუ (10 ქ. 10 პ.), ლენი (9 ქ. 8 მ.), გრინი (7 ქ.), მარკუს მორისი (6 ქ.), ტაკერი (5 ქ.), პლამლი (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=4n5op7eJEp8