“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მცველის, ლუკ შოუს სამედიცინო გამოკვლევის შედეგებმა გაახარა.
19 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ინგლისის თასზე “იოვილთან” 2:0 მოგებულ მატჩში მიიღო და იყო საფრთხე, რომ მწყობრიდან კვლავ დიდი ხნით გამოვიდოდა.
შოუ თვენახევრიანი ტრავმის შემდეგ მწყობრში ახლახანს დაბრუნდა, 4 იანვარს კი ტერფი დაიზიანა. როგორც აღმოჩნდა, საშიში არაფერია და მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში ახალგაზრდა ფეხბურთელი 11 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის მატჩში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ვარაუდობენ, რომ “მანჩესტერს” დაუბრუნდება ჰოლანდიელი ნახევარმცველი დეილი ბლინდიც, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.