კატალონიური “ბარსელონა” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ანდონი სუბისარეტას შემცვლელს ეძებს, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მის შემცვლელად ყველაზე აქტიურად 47 წლის ჟორდი როურას კანდიდატურა განიხილება. პრესაში ვარაუდობენ, რომ უახლოეს საათებში გაკეთდება ოფიციალური განცხადება და როურა “ბარსელონას” სპორტული დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ როურა ტიტო ვილანოვას თანაშემწედ მუშაობდა, როდესაც ის კატალონიურ კლუბს წვრთნიდა, ხოლო მოგვიანებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.