ფეხბურთი

21:38 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩი” ბერაჰინოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფორვარდს, საიდო ბერაჰინოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს – იუწყება ბრიტანული პრესა.

ხელშეკრულება ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის თანახმადაც 21 წლის ფორვარდი კვირაში 32000 ფუნტს მიიღებს.

უნდა ითქვას, რომ “ვესტ ბრომვიჩს” ბერაჰინოს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მისით “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “ევერტონი” ინტერესდებიან.

საიდომ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მისი კარგი თამაში ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს არ გამოჰპარვია და “ლომებში” უხმო.

0.119143