საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიან.
გასულ უქმეებზე ბერძენ-რომაელებმათეირანში, იადეგარ იმამის თასზეიჭიდავეს და ოთხი მედალი მოიპოვეს. ქემალ ხარაბაძეს (60 კგ), ილია გულბათაშვილსა (74 კგ) და რევაზ ნადარეიშვილს (84 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ტარიელ ებრალიძე (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მახაჭყალაში გავიდნენ ხალიჩაზე,ალი ალიევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე და შინ სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. კვარცხლბეკზე მურთაზ კვესაძე (55 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) ავიდნენ.
თეირანისა და მახაჩყალის განაცხადებში საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ოთარ ტატიშვილმა და რევაზ მინდორაშვილმა ძირითადად გუნდის მეორე-მესამე ნომრები შეიყვანეს. გამოცდილ და შედარებით ტიტულოვან მოჭიდავეებს თავის გამოჩენის შანსი სავარაუდოდ უახლოეს საერთაშორისო ტურნირებზე მიეცემათ. იქამდე კი, ივნისის ბოლოს საქართველოს თასი გათამაშდება და მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელი შემადგენლობები სწორედ შიდა კონკურენციისა და უცხოური ტურნირების შეჯამებით გამოიკვეთება.
სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.