ჭიდაობა

11:40 | 21.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი კუშადასიდან

თურქეთის ქალაქ კუშადასში ამ უქმეებზე ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებმა 7 მედალი მოიპოვეს.
შედარებით შედეგიანად კლასიკოსები გამოვიდნენ – ვაჟა კრავეიშვილის გუნდის ოთხმა წევრმა ფინალში იჭიდავა, თუმც გადამწყვეტი გამარჯვება მხოლოდ ერთმა - შმაგი ბოლქვაძემ (58 კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედლებს კი ლეონ ხოზრევანიძე (46 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ) და ირაკლი კოვზირიძე (85 კგ) დაეუფლნენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან (მწვრთნელი - თამაზ ბენდიანიშვილი) გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) და ბექა როჭიკაშვილი (85 კგ) კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ, ხოლო ტაიფუნ აბდულაევი (42 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.117947