რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყატარის ქალაქ დოჰას Qatar ExxonMobil Open-ის პირველ წრეში თანამემამულე დუშან ლაიოვიჩს 2 სეტით, იოლად სძლია 6:2, 6:1 და მომდევნო ეტაპზე უკრაინელ სერგეი სტახოვსკის შეხვდება.
სერბების შეხვედრამ 59 წუთს გასტანა. ჯოკოვიჩის აქტივში 5 ბრეიკი და 3 ეისია. “ნოლე” თანამემამულე ლაიოვიჩს დღეს პირველად შეხვდა.