ფეხბურთი

19:25 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავას ტრანსფერი “ამკარის” პრეზიდენტთან ჯერ არ შეთანხმებულა

რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე პერმის “ამკარის” პრეზიდენტმა გენადი შილოვმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველ გია გრიგალავასადმი ინტერესი დაადასტურა, მაგრამ დასძინა, რომ ტრანსფერი ჯერჯერობით შეთანხმებული არაა.

“გია გრიგალავა? მისი გადასვლა ჩემთან ჯერ შეთანხმებული არაა. თუმცა, გრიგალავა “ამკარს” ნამდვილად აინტერესებს”, - თქვა შილოვმა Eurofootball.ru-სთან ინტერვიუში.

გრიგალავას “ამკარში” გადასვლის ამბავი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსულმა ინტერნეტპორტალებმა გაავრცელეს. ქართველის გუნდში მიწვევას პერმელთა თავკაცად გაჯი გაჯიევის დანიშვნას უკავშირებენ, რომელსაც გრიგალავასთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასა” და მახაჩყალის “ანჟიში” უმუშავია.

გრიგალავას “ამკარში” გადასვლის შანსს ისიც ზრდის, რომ გუნდი პოლონელმა მცველმა იაკუბ ვავჟინიაკმა დატოვა, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგზე ან ცენტრში თამაშობდა. 31 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და “ლეხიაში” იასპარეზებს.

0.12243