ფეხბურთი

18:59 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი აქვს

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, გუნდში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად, 2 მატჩი მისცეს.

ლუის ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ და არცთუ წარმატებულ სეზონს ატარებს. ლა ლიგის 17 ტურში მისმა გუნდმა უკვე 13 ქულა დაკარგა.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, “სოსიედადთან” წაგების შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს ულტიმატუმი წაუყენა – ან “ელჩესთან” თასზე და “ატლეტიკოსთან” პრიმერაში გასამართ მატჩებში თამაშის გამოსწორება, ან თანამდებობის დათმობა.

0.104936