ფეხბურთი

18:39 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” დრაქსლერის გაშვებას არ აპირებს

გელზენკირხენის “შალკეს” პრეზიდენტი, კლემენს ტონისი აცხადებს, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, იულიან დრაქსლერი კლუბს უახლოეს მომავალში არ გამოიცვლის.

“იულიანთან უახლოეს მომავალში განშორებას არ ვაპირებთ. “შალკე” ის გუნდია, რომელშიც მას განვითარების გაგრძელება შეუძლია. ეს მას პირად საუბარშიც ვუთხარი.

ცოტა ხნის წინათ, დრაქსლერს ტრავმის რეციდივი ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩავარდნები აქვთ ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იულიანს წინ ფანტასტიკური კარიერა ელის.” – აცხადებს “შალკეს” პრეზიდენტი.

იულიან დრაქსლერი “შალკეში” 2001 წლიდან ირიცხება. გელზენკირხენელთა პირველ გუნდში ის 2011 წლიდან თამაშობს. 21 წლის შემტევის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებული 107 თამაში და გატანილი 17 გოლია.

0.134522