ფეხბურთი

17:39 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ და ყაზაიშვილმა შეკრება დაიწყეს

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი არნემის “ვიტესთან” ერთად ესპანეთში შეკრებას შეუდგნენ.

ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის განახლებისთვის არნემელები ქალაქ ალიკანტეში ემზადებიან, სადაც 10 იანვრამდე დარჩებიან. 9 იანვარს “ვიტესი” ამხანაგურ შეხვედრას ბელგიის “ანდერლეხტთან” გამართავენ.

პირველი წრის შემდეგ “ვიტესი” 22 ქულით ჰოლანდიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

0.122299