ფეხბურთი

16:37 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუმანს “პორტოს” ფეხბურთელები სურს

კოლუმბიელი ხუან კინტეროს შეძენა ინგლისურ “საუთჰემპტონს” სურს. “სკაი სპორტის” ცნობით, გასულ სატრანსფერო ფანჯრის დროს “პორტოს” ნახევარმცველს “არსენალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

“სკაი სპორტი” ასევე იუწყება, რომ რონალდ კუმანის გუნდში, შესაძლოა კინტეროს თანაკლუბელი, ჰოლანდიის ნაკრების მცველი ბრუნო მარტინს ინდი გამოჩნდეს.

“საუთჰემპტონი” პორტუგალიური კლუბის მოთამაშეების იჯარით აყვანას გეგმავს.

ხუან კინტერო და ბრუნო მარტინს ინდი “პორტოს” სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრები არიან და კლუბისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

ბრუნო მარტინს ინდის პროფესიულ ფეხბურთში გამოჩენა რონალდ კუმანის სახელს უკავშირდება. 2010 წელს 19 წლის ინდი როტერდამის “ფეიენოორდის” ძირითად გუნდში კუმანის გადაწყვეტილებით მოხვდა და სწორედ ამ გუნდში თამაშის შემდეგ მიიწვიეს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში.

0.117007