ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად, შესაბამისად, “ატლანტა ჰოუქსის” გამთამაშებელი ჯეფ ტიგი და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდი კევინ დიურანტი აღიარეს.
დიურანტი, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანს ახლახანს დაუბრუნდა, საშუალოდ 39.0 ქულას, 9.0 მოხსნას და 4.5 პასს აგროვებდა, ტიგის საშუალო მონაგარი კი 23.7 ქულა, 8.3 პასი და 2.67 ჩაჭრა იყო.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), ჯიმი ბატლერი (“ჩიკაგო”), მონტა ელისი (“დალასი”), ანდრე დრამონდი (“დეტროიტი”), დეანდრე ჯორდანი, ჯეი ჯეი რედიკი (ორივე – “კლიპერსი”), იანის ანტეკოუნმპო (“მილუოკი”) და ერიკ ბლედსოუ (“ფინიქსი”) აცხადებდნენ.