კალათბურთი

15:08 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბულიავა “ქუთაისი-2010”-ში ჩაირიცხა

სუპერლიგის მონაწილე “მგზავრები-არმიას” აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, პერსპექტიული ფორვარდი ოთარ ბულიავა (02.04.1994, 198 სმ) ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ში ჩაირიცხა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ “ქუთაისი-2010”-ს, “რუსთავისა” და “შსს აკადემიას” მსგავსად, 12 ქულა აქვს და II-IV ადგილებს ინაწილებს.

რაც შეეხება “მგზავრები-არმიას”, “სოხუმის” მსგავსად 8 ქულა აქვს და VII-VIII ადგილებს იყოფს.

0.115223