ფეხბურთი

14:56 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუსო “მილანის” ფეხბურთელი გახდება

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევი 21 წლის სუსო 2015 წელს “მილანის” ფეხბურთელი გახდება. ფეხბურთელს “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

შესაძლოა “ლივერპულმა” ესპანელის უფასოდ გაშვება არ მოინდომოს და იანვარში “როსონერიმ” სუსოს სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადოს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა დარწმუნებით იუწყება, რომ შემტევი ზამთარში თუ არა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანელი გახდება და “როსონერისთან” კონტრაქტს 2018/19 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

კადისელი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და ეს უცხო ინფორმაცია ნამდვილად არაა. მიმდინარე სეზონში ბრენდან როჯერსმა ესპანელი მხოლოდ ერთხელ ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში გამოიყენა და სუსო 23 წუთით დატვირთა. მილანელებს კი ახალგაზრდა ფეხბურთელის ეიმედებათ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114043