რუმინული კლუჟის “უნივერსიტატიას” ქართველი შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას შეძენა სურს. ამის შესახებ რუმინული Gazeta Sporturilori იუწყება.
საფეხბურთო კლუბ “უნივერისტატიას” ტექნიკური დირექტორის სორინ კარტუს თქმით, თავის გუნდში შემოქმედებითი ქართველი ნახევარმცველის ხილვა სურს, რომელმაც 2014 წელს “კლუჟში” დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მისი განცხადებით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბისთვის 21 წლის ჭანტურიას შეძენა პრიორიტეტულია.
“პირველ ყოვლისა, ჭანტურია გვაინტერესებს. მისი შეძენა წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, ადვილი არ იქნება, რადგან ეს ძალიან კარგი მოთამაშე “ვერონას” ეკუთვნის. ვნახოთ, იგივეს თუ შევძლებთ, რაც “კლუჟმა” მოახერხა”, - თქვა კარტუმ რუმინულ Dolce Sport-თან საუბარში.
“უნივერსიტატიას” რუმინეთის ლიგა 1-ში (უმაღლესი ლიგა) 18 ქულით 18 გუნდში მე-11 ადგილი უკავია.