"ლივერპულმა" ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე "უიმბლდონი" სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "მერსისაიდელთა" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დუბლი შეასრულა. ინგლისელისთვის აღნიშნული დუბლი ლივერპულელთა რიგებში ზედიზედ მეორე გამოდგა. "ლესტერის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-20 ტურის ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში ჯერარდმა ორი თერთმეტმეტრიანი ზუსტად გარდასახა.