მაინის ფრანკფურტის “აინტრახტმა” იტალიური “მილანისგან” 19 წლის გამბიელი ფეხბურთელი იუსუფა იაფა ინათხოვრა. აფრიკელი ცენტრალური ფორვარდი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გერმანიაში გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იაფას როგორც გამბიის, ასევე იტალიის მოქალაქეობა აქვს. თავდამსხმელი “მილანის” აკადემიის აღზრდილია. აფრიკელი ფეხბურთელი “აინტრახტის” 19-წლამდე ასაკის გუნდში ითამაშებს. იაფას სატრანსფერო ღირებულება 100 000 ევროს შეადგენს.