ავსტრალიის ღია პირველობა აშშ-ის ღია ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულის მარინ ჩილიჩის გარეშე ჩაივლის. ხორვატი ჩოგბურთელის მიერ ასპარეზობაზე უარის მიზეზი იდაყვის ტრავმაა.
ჩილიჩმა დაზიანების დროულად მოშუშება ვერ მოახერხა, ამიტომაც წლის პირველი სადიდსლემო ტურნირი მის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობის 2015 წლის გათამაშება 19 იანვარს აიღებს სტარტსა და 1-ელ თებერვალს დასრულდება.