ფეხბურთი

0:24 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა

ინფორმაცია, რომელიც აქამდეც ცნობილი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – ლუკას პოდოლსკი კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს.

ლონდონის “არსენალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი “ინტერში” სეზონის ბოლომდე, არენდით ითამაშებს. ზაფხულში კი, მილანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

29 წლის თავდამსხმელმა “ინტერის” შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა და რობერტო მანჩინიმ ის მომდევნო მატჩის განაცხადშიც შეიყვანა. 6 იანვარს, “ნერაძური” ქვეყნის ჩემპიონს, “იუვენტუსს” ესტუმრება.

0.113765