ვინ, ვინ და არსენ ვენგერი არ იმსახურებდა საიუბილეო მატჩში ასეთ გამწარებას. მან მე-1000 მატჩში გაწვრთნა “არსენალი” და მტერს, რა საჩუქარიც მიიღო – ჟოზე მოურინიუს “ჩელსისთან” ექვსბურთიანი სხვაობით წააგო. მართლაც ცუდ დღეში არიან “მეთოფეები”: სადღაა ის გუნდი, სეზონის დასაწყისში მეტოქეებს რომ აბრუებდა.
“არისტოკრატები” მე-17 წუთზე უკვე 3:0-ს იგებდნენ. ჯერ სამუელ ეტოომ, მერე კი ანდრე შიურლემ გაიტანეს, “არსენალის” სიტუაცია კი კიდევ უფრო დაამძიმა გიბსის გაძევებამ, თუმცა რატომ გააძევეს გიბსი და არა ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სრულიად გაუგებარია - აზარის დარტყმის შემდეგ, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა იმეკარევა და ხელით გამოიტანა ბურთი კარიდან. აზარმა პენალტი ზუსტად დაარტყა და ცხადი გახდა, “მეთოფეები” განადგურებას ვერ ასცდებოდნენ.
ბრაზილელმა ოსკარმა ჯერ ფერნანდო ტორესის პასის შემდეგ ახლოდან გაიტანა, მერე კი შორიდან ბილიარდული სიზუსტით დაარტყა. ბოლო გოლი მოჰამედ სალაჰმა მიითვალა ნემანია მატიჩის მშვენიერი პასის შემდეგ – სტუმართა დაცვა მთლიანად დემორალიზებული იყო.
ვენგერი: “რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული დღეა ჩემს კარიერაში”.
“მანჩესტერ სიტი” პოტენციურ ლიდერად დარჩა: მანუელ პელეგრინის გუნდს “ჩელსიზე” 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 6 ქულით ჩამორჩება. “ქალაქელებმა” ცალკარა მოუწყვეს ფელიქს მაგათის “ფულემს” (5:0). იაია ტურემ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა. 27 მატჩი, 16 გოლი – ასეთი სტატისტიკა ფორვარდებს სურთ, საყრდენი ნახევარმცველისთვის ხომ საერთოდ ზღაპრულია. ფერნანდინიომ და მარტინ დემიჩელისმაც მიამატეს თითო-თითო. დააკვირდით, ხუთი გოლიდან, ფორვარდს ან შემტევ ნახევარმცველს ერთიც არ მიუთვლია.
“ლივერპული” ორჯერ აგებდა კარდიფში, მაგრამ 6:3 მოიგო. მორიგი შოუ დადგა სტარიჯ-სუარესის დუეტმა. რა პასები, რა კომბინაციები... ურუგვაელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა, მატჩის ყველაზე ლამაზი მომენტი კი ის იყო, სტარიჯმა ქუსლით ორიგინალური საგოლე პასი რომ გაუკეთა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირს. სუარესმა გოლების რიცხვი 28-მდე გაზარდა.
და მარტინ შკრტელი? საკვანძო გოლები სწორედ სლოვაკმა მცველმა გაიტანა: ჯერ 2:2 გახადა ანგარიში, მერე კი თავურით დააწინაურა თავისიანები.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ჰემს” გასვლაზე სძლია (2:0), უეინ რუნიმ კი დუბლი შეასრულა. პირველი გოლი მშვენიერი იყო: რუნი მოედნის ცენტრში ერთ მეტოქეს გასცდა და 47 მეტრიდან მოულოდნელად დაარტყა. გზააბნეულმა მეკარე ადრიანმა უცნაური ნახტომი გააკეთა და ბურთი ბადეში გაეხვია.
ჩელსი – არსენალი 6:0 (4:0)
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი (მიკელი 72), მატიჩი, კეჰილი, ტერი, შიურლე, აზარი, ეტოო (ტორესი 10), ოსკარი (სალაჰი 66).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ.
არსენალი: შჩესნი, სანია, გიბსი, მერტესაკერი, კოსიელნი (ჯენკინსონი 46), არტეტა, კაზორლა, პოდოლსკი (ვერმაელენი 24), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 46), როსიცკი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: 1:0 ეტოო (5), 2:0 შიურლე (7), 3:0 აზარი (17 პენ), 4:0, 5:0 ოსკარი (42, 66), სალაჰი (71).
გაფრთხილება: როსიცკი (52).
გაძევება: გიბსი (16).
მსაჯი: მარინერი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 21(11)-12(5), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 6-2, სეივი: 5-5
კარდიფი-ლივერპული 3:6 (2:2)
კარდიფი: მარშალი, კატერინი, კალა, ფაბიო, ქოულკერი, ჯონი (დაელი 66), მედელი, მაჩი, კიმი (ზაჰა 66), ბელამი (კ.ჯონსი 70), ფ.კემპბელი.
მწვრთნელი: ოლე-გუნარ სოლსკიაერი.
ლივერპული: მინიოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი (სისოხო 73), ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი, კოუტინიო (სტერლინგი 68), სუარესი, სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 მაჩი (9), 1:1 სუარესი (16), 2:1 კემპბელი (25), 2:2, 2:3 შკრტელი (41, 54), 2:4 სუარესი (60), 2:5 სტარიჯი (75), 3:5 მაჩი (88), 3:6 სუარესი (90+6).
გაფრთხილება: ჯერარდი (2), კალა (33), ფაბიო (50), შკრტელი (90+2), ალენი (90+4).
მსაჯი: შოუბრიკი.
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 9(3)-19(9), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-0.
ევერტონი-სუონსი 3:2 (1:1)
ევერტონი: ჰოვარდი, ბაინსი, დისტინი, სტოუნსი, მაკგიდი (ოსამნი 85), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმითი 83), მირალაში, ლუკაკუ (დელოფეუ 90+3).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
სუონსი: ვორმი, ვილიამსი, რანხელი, ჩიკო, ბ.დევისი, რუტლეჯი, დაიერი (შელვი 62), ბრიტონი, პაბლო, კანიასი (დე გუსმანი 69), ბონი (მიჩუ 70).
მწვრთნელი: გარი მონკი.
გოლები: 1:0 ბაინსი (20), 1:1 ბონი (33), 2:1 ლუკაკუ (53), 3:1 ბარკლი (58), 3:2 ვილიამსი (90+2).
მსაჯი: ოლივერი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 9(6)-18(6), ჯარიმა: 9-5, კუთხური: 5-11, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-3
ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 2:0 (2:0)
ჰალი: მაკგრეგორი, როსენიორი, კ.დევისი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ალუკო (კორენი 60), ელ მოჰამადი, მეილერი, ლივერმონი, ლონგი (ქუინი 77), იელავიჩი (საგბო 84).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი.
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, რიდი, რიჯუელი, მაკკალი (სინკლერი 80), დოუსონი, სესენიონი, მორისონი, მოლუმბუ, დორანსი, ანიჩებე (ბარაინო 76), ბიფუმა (ვიდრა 63).
მწვრთნელი: პეპე მელი.
გოლები: 1:0 როსენიორი (32), 2:0 ლონგი (38).
გაფრთხილება: ალუკო (58), მეილერი (72).
მსაჯი: ფოი.
32-ე წუთზე იელავიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12(5)-17(4), ჯარიმა: 18-13, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3
მანჩესტერ სიტი-ფულემი 5:0 (1:0)
სიტი: ჰარტი, საბალეტა, დემიჩელისი, ლესკოტი, კოლაროვი, ფერნანდინიო, იაია ტურე (როდუელი 77), ნასრი (იოვეტიჩი 82), დავიდ სილვა (ნავასი 68), მილნერი, ნეგრედო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, რიისე, ამორებიეტა, ჰანგელანდი, რიტერი, სიდუელი, რიჩარდსონი (ჰოლტბი 55), კვისტი, კაჩანიკლიჩი (რობერტსი 56), ვუდროუ (კასამი 84).
მწვრთნელი: ფელიქს მაგათი.
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 იაია ტურე (26 პენ, 54 პენ, 65), ფერნანდინიო (84), 5:0 დემიჩელისი (88).
გაფრთხილება: ამორებიეტა (26), სიდუელი (64), რობერტსი (65), ჰოლტბი (90+2).
გაძევება: ამორებიეტა (53).
მსაჯი: მოსი.
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 22(12)-6(0), ჯარიმა: 8-15, კუთხური: 13-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-7.
ნიუკასლი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)
ნიუკასლი: კრული, დამეტი, კოლოჩინი, ვილიამსონი, იანგა-მბივა, ტიოტე, მ.სისოკო (მარვო 88), ანიტა, გუფრანი (ამეობი 77), სისე, ლ.დე იონგი (ბენ არფა 60).
მწვრთნელი: ალან პარდიუ.
სტოკი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, უორდი, იედინაკი, დიკგაჩოი, ლედლი, პუნჩეონი (კედიორა 80), ბოლასი (ბანანი 66), ჯერომი (მიურეი 75).
მწვრთნელი: ტონი პულისი.
გოლი: 1:0 სისე (90+4).
გაფრთხილება: დელანი (85).
მსაჯი: პრობერტი.
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 22(8)-8(1), ჯარიმა: 4-8, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-7.
ნორვიჩი – სანდერლენდი 2:0 (2:0)
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტეი, ჰულალანი (რედმონდი 89), სნოდგრასი, ჰაუსონი, ელმანდერი (ბ.ჯონსონი 87), ვან ვოლფსვინკელი (ჰუპერი 70).
მწვრთნელი: კრის ჰაუთონი.
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ოში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ა.ჯონსონი (სკოკო 71), აუნგ-იონ კი (კატერმოლი 41), ქოლბეკი (ს.ლარსონი 40), ბრიდკუტი, ალტიდორი, ბორინი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი.
გოლი: 1:0 სნოდგრასი (20), 2:0 ტეტეი (33).
გაფრთხილება: ქოლბეკი (37), კატერმოლი (43), ჰაუსონი (47), ბრიდკუტი (66), სნოდგრასი (70), მარკოს ალონსო (77, 90+2), ბერდსლი (81).
გაძევება: მარკოს ალონსო (90+2).
მსაჯი: დაუდი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13(8)-9(2), ჯარიმა: 16-20, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 8-5, სეივი: 2-5.
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:2)
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (კ.კოული 72), ტეილორი (ნოჩერინო 83), ნობლე, დიამე (ჟერვისი 57), ქეროლი.
მწვრთნელი: სემ ელერდაისი.
მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი, ფ.ჯონსი, ქერიკი, ბიუტნერი, იანგი, ფლეტჩერი, ფელაინი, რუნი (ერნანდესი 76), მატა (ველბეკი 77), კაგავა.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: 0:1, 0:2 რუნი (8, 33).
გაფრთხილება: რაფაელი (11), კოლინზი (34), ტეილორი (39).
მსაჯი: მეისონი.
ბომბარდირები:
28 – ლუის სუარესი (ლივერპული); 19 – დანიელ სტარიჯი (ლივერპული), 16 – იაია ტურე (სიტი), 15 – სერხიო აგუერო (სიტი), 14 - ედენ აზარი (ჩელსი).