თამაშგარე

15:09 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

6-წლიანი ასპარეზობის შემდეგ მოკრივეებს ტვინის ფუნქცია ეშლებათ

ლას-ვეგასის კლინიკური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპორტსმენებს, რომლებიც 6 წლის განმავლობაში კრივით ან შერეული ორთაბრძოლებით არიან დაკავებულნი, ტვინის ფუნქცია ერღვევათ. ხოლო ისინი, ვინც ხსენებულ სახეობებს 12 წელზე მეტი მისდევენ, საკუთარ ჯანმრთელობას ყოველი ახალი ჩხუბისას, მოჭარბებული რისკის ქვეშ აყენებენ.
“აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის ფუნქციის შეცვლა და მოშლა, სიმპტომების გამოვლენამდე, რამდენიმე წლით ადრე იწყება. მსგავს სურათს ვხვდებით პარკინსონითა და ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებულ ადამიანებშიც”, - განაცხადა ლას-ვეგასის ცენტრის ექმიმმა ჩარლზ ბერნიკმა.
უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში ბერნიკმა 170 მოკრივე გამოიკვლია, რომელთაც 12 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები და კომპიუტერული ტესტები ჩაუტარა. რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოკრივეების ტვინის უჯრედები 6 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, გაყინვას იწყებენ.
ჩარლზი იმედოვნებს, რომ ნევროლოგები მონაცემთა ბაზაში მაქსიმალურად ადრე შეძლებენ ქრონიკული ტრავმატული ენცეფალოპატიის ანუ თავის ტვინის არაანთებითი დაავადების აღმოჩენას. ხსენებული დაავადება მრავლობითი მიკრო-შერყევებით და ტვინის სხვა დაზიანებებითაა გამოწვეული, რომელიც თავის არეში მიყენებული ძლიერი  დარტყმების შედეგად ჩნდება. დაავადების სიმპტომებია: მეხსიერების დაკარგვა, აგრესია და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.
როგორც წესი მოჩხუბრები მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას კარიერის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ იტარებენ და დღემდე დაუზუსტებელია, სამედიცინო მაჩვენებლებით როდის უნდა დაასრულონ კარიერა.
“სპორტსმენების ჯანმრთელობას, ადრეული ეტაპიდან რეგულარულად უნდა ვადევნოთ თვალ-ყური - აგრძელებს თხრობას ბერნიკი – თუ ვინმეს დაზიანება აღენიშნება, ბრძოლების რაოდენობა უნდა შევუმციროთ. ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა საჭირო, რათა ათლეტების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ”.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.115625
სარეკლამო ადგილი - 99
X x X