სტატიები

15:52 | 8.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

6 ქართველი და "ოქროს ბურთი"

სხვადასხვა დროს 6 ქართველ ფეხბურთელს მიუღია ხმები "ოქროს ბურთის" ნომინაციაში. ეს ახლა, დღევანდელ რეალობაში ჩანს წარმოუდგენელი, თორემ იყო დრო, როცა ორი ქართველი მოხვდა წლის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში. მიხვდებოდით, 1981 წელზეა საუბარი: მაშინ რამაზ შენგელია მეშვიდე ადგილზე გავიდა, ალექსანდრე ჩივაძე მერვეზე, დავით ყიფიანი კი მეთერთმეტე-მეთხუთმეტე პოზიციაზე.
ანუ, შენგელია რეკორდსმენია ქართველთაგან. მეშვიდე ადგილზე ზემოთ სხვა არცერთი ქართველი ასულა.
პირველი ქართველები, რომელთაც "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებში ხმა მისცეს, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ. ეს მოხდა 1961 წელს. წინა წელს, 1960-ში ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ (გივი ჩოხელთან ერთად), თუმცა მაშინ ერთი ხმაც ვერ მიიღეს. არადა, უცნაურია - გუნდის ერთ-ერთი ლიდერები იყვნენ. საერთოდ, იმ წლებში დასავლეთევროპელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რაც გამოკითხვების შედეგებით აშკარად შეიმჩნეოდა. საბჭოთა კავშირის კლუბები ევროტურნირებზე არ გადიოდნენ და ამის გამო ნაკლებად ჩანდნენ.
მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - მათ სხვადასხვა დროს მიუღიათ ხმები ნომინაციაში.

1961
17-22. მესხი (4 ხმა)
23-27. მეტრეველი (3 ხმა)

1965
17-24. მეტრეველი (2 ხმა)

1968
24-32. ხურცილავა (1 ხმა)

1972
11-14. ხურცილავა (3 ხმა)

1981
7. შენგელია (10 ხმა)
8. ჩივაძე (9 ხმა)
11-15. ყიფიანი (6 ხმა)

სამწუხაროდ, 1981 წლის შემდეგ, ნომინაციაში არცერთი ქართველ ფეხბურთელს არ მიუღია ხმა.
ილია ნანობაშვილი
 

0.178917