კალათბურთი

0:02 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას კლუბმა ვთბ-ლიგაში მე-11 მატჩი მოიგო

ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ვთბ-ლიგაში კიდევ ერთი რუსული კლუბი “ენისეი” მიიღო და 93:83 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:00 წუთი გაატარა და 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ლევანმა 2-ვე ორქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ნოვგოროდელებს 26 ქულით ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ ულიდერა, კრასნოიარსკელთა მხრიდან კი ბოსნიელი ცენტრი ელმედინ კიკანოვიჩი გამოირჩა – 24 ქულა.

ფაცაციას კლუბმა 2 მარცხის წილ მე-11 გამარჯვება იზეიმა და ვთბ-ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს ჩეხურ “ნიმბურკთან” გამართავს.

მანამდე, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით “ნიჟნი ნოვგოროდი” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დაუხვდება.

0.11688