ფეხბურთი

21:16 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი “ბარსელონადან” წავიდა

“ბარსელონას” სპორტული დირექტორის თანაშემწემ, ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა კატალონიური კლუბი დატოვა.

დღეს, “ბარსელონამ” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ადგილი პუიოლს უნდა დაეკავებინა, მაგრამ კლუბის ლეგენდამ პოსტი თავისი ნებით დატოვა და კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. ეს ინფორმაცია პუილმა Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კარლეს პუიოლს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორობას სთავაზობდნენ. შესაძლოა, მან სწორედ ეს თანამდებობა დაიკავოს.

0.108187