“მარსელის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველით დორიათი იტალიური კლუბები ინტერესდებიან – გვამცნობს ფრანგული პრესა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი “მარსელში” გასულ ზაფხულს 5 მილიონ ევროდ გადავიდა “ბოტოფაგოდან”, თუმცა მარსელო ბიელსას ნდობა ვერ მოიპოვა და ერთხელაც არ გასულა მინდორზე სათამაშოდ. 20 წლის მცველით “რომა”, “ლაციო” და “ვერონა” ინტერესდებიან, რომელთაც ფეხბურთელის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურთ.