49 წლის ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი “ხეტაფეს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან თანამდებობიდან 18 დეკემბერს წასული კოსმინ კონტრა შეცვალა.
კიკე სანჩეს ფლორესს “ხეტაფეში” აქამდეც უმუშავია. 2004/05 წლების სეზონში, მან მადრიდული გუნდი ლა ლიგაში მე-13 ადგილზე გაიყვანა. ფლორესმა, მას შემდეგ, “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, “ატლეტიკოში”, “ალ აჰლისა” და “ალ აინში” იმუშავა.