“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო “რეალთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდგომ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ მატჩზე ესაუბრა.
პორტუგალიელი სპეციალისტი შედეგით ძალიან კმაყოფილი ჩანდა, თუმცა მისი აზრით “ვალენსიას” წინ უფრო დიდი წარმატებები ელის.
“რეალთან” გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ვფიქრობ, რომ წინ უფრო ბედნიერი დღეები გველის.
3-5-2 ის ტაქტიკაა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი მოგვცეს. ამ სისტემით თავდამსხმაშიც მშვენივრად გამოვიყურებით და არც სხვა პოზიციები გვრჩება უყურადღებოდ.
ეს იყო დიდი გამარჯვება, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა. ჯერ მხოლოდ 34 ქულა გვაქვს და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავს.
ენცომ (პერესმა) შესანიშნავად ითამაშა. ის ძალიან კარგად ეხმარებოდა დაცვას და შეტევაშიც პროდუქტიული იყო. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა ნახევარმცველები: ზუკულინი და ფელიპე აუგუსტო, რომელთაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის”, - განაცხადა 40 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” ლა ლიგაში 34 ქულით მე-4 ადგილზეა.