ფეხბურთი

15:22 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი აფრიკის თასზე მანეს მოისაკლისებს

სენეგალის ეროვნული ნაკრების და “საუთჰემპტონის” შემტევი სადიო მანე აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია “წმინდანების” თავკაცმა რონალდ კუმანმა დაადასტურა.

“სადიოს ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. მანეს 4-დან 6 კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს. შემტევი აფრიკის ეროვნებათა თასზე ვერ ითამაშებს”, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

მანემ ტრავმა ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ მოგებულ (2:0) პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში მიიღო. აფრიკის თასი სტარტს 17 იანვარს აიღებს და 8 თებერვალს დასრულდება.

0.11199