ფეხბურთი

15:19 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩერჩი “მილანის” ფეხბურთელია

იტალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაში მყოფი ალესიო ჩერჩი კარიერას “მილანში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “როსონერის” "თვითერის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

იტალიელის სამშობლოში დაბრუნება უკვე ცნობილი იყო და ამ ფაქტს ოფიციალური დასტური აკლდა. “როსონერიმ” და “როხიბლანკომ” ფერნანდო ტორესი და ალესიო ჩერჩი 18 თვით გაცვალეს.

მადრიდელებმა ესპანელი გუშინ 4 იანვარს “ვისენტე კალდერონზე” ოფიციალურად წარადგინეს, ხოლო დღეს კი ჩერჩიმ “მილანთან” გააფორმა ხელშეკრულება.

0.112087