ფეხბურთი

15:11 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და თევდორაძე “სამტრედიაში” ითამაშებენ

მარტვილის “მერანის” ყოფილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე და “ზუგდიდის” ექსმეკარე რევაზ თევდორაძე კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებენ.

34 წლის ბოლქვაძემ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში “მერანში” 13 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. თევდორაძემ ზუგდიდელთა ღირსება 14 მატჩში დაიცვა.

“სამტრედიასთან” კონტრაქტის ვადა ნახევარმცველებს - ლაშა ქებაძეს, აკაკი დვალიშვილსა და ბიჭიკო გედენიძეს, ასევე ფორვარდებს - ილია პავლიაშვილსა და ბრაზილიელ ლეონარდო რამოსს ამოეწურათ. კლუბის ხელმძღვანელობა მცველ აკაკი დვალიშვილსაც დაემშვიდობა, რომელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად შეწყდა.

0.122747