კალათბურთი

12:13 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 14 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის მე-2 ლიგა ლებ გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “ასტელ ფორსა ლეიდას” ესტუმრა და დასკვნით მეოთხედში მეტოქე 32:14 გაანადგურა, თუმცა, მანამდე მხოლოდ 33 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და მარცხს ვერ გადაურჩა – 65:69.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტხანს – 32 წუთი ითამაშა. ბურჯანაძის მონაგარი 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებს 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდათ და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს. ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო მატჩს 9 იანვარს, შინ, “ვალიადოლიდთან” გამართავს.

0.128261