იტალიურ “კანტუში” დაბრუნების შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა.
ქართველი ცენტრი იტალიის ჩემპიონატში “პეზაროსთან” გასვლით თამაშში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი 103:83 იმარჯვა.
შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო გამოიყენა და 16 ქულას 10 მოხსნა (3 შეტევაში) და 4 ჩაჭრა წაამატა.
გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
კანტუელებმა 8 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმეს და მე-10 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 11 იანვარს, შინ, რომის “ვირტუსთან” ჩაატარებენ.