ფრანგული მედიის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ურუგვაის და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ედინსონ კავანი და ეზეკიელ ლავეცი ორი მატჩით დასაჯა. ორივე ფეხბურთელმა პსჟ-ს შეკრება გააცდინა და გუნდთან ერთად ერთი კვირა არ ვარჯიშობდა.
აღნიშნული დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით არგენტინელი და ურუგვაელი პსჟ-ს მომდევნო ორ მატჩს “მონპელიეს” და “ბასტიას” წინააღმდეგ გამოტოვებენ.
კავანის ძმამ უკვე განაცხადა, რომ ედინსონს დამატებითი დასვენების დღეები მოუთხოვია, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.