“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ნუნო ესპირიტომ “ვალენსია” – “რეალის” მატჩის წინ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და აღნიშნა, რომ მის გუნდს დღეს შეტევაში კარგი თამაში დასჭირდება.
“ჩვენ შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვიცნობთ ჩვენს ოპონენტს და მზად ვართ მათთან თამაშისთვის. მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მათ შორის კი არის კრიშტიანუ რონალდო, რომელიც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ შეტევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და “მესტალიას” მხარდაჭერაც გვექნება.”- ესპირიტოს სიტყვებს Santo Football Espana ციტირებს.
პრიმერადივიზიონის მატჩი “ვალენსია” – “რეალი” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.