20:00 ვალენსია – რეალი
ვალენსია, “მესტალია”
ესპანეთში 2015 წელი პრინციპული მატჩებით იწყება. ლა ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს 2 ცენტრალური შეხვედრა შედგება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “მესტალიაზე” გასამართი მატჩი იწყვევს, რომელშიც “ვალენსია” გათამაშების ლიდერს მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
მიმდინარე სეზონი “ღამურებმა” კარგად დაიწყეს და დიდი ხნის განმალობაში “რეალსაც” უსწრებდნენ, თუმცა შემდგომ მცირე ჩავარდნა დაეწყოთ და ახლა როგორც მოსალოდნელი იყო მე-4 ადგილისთვის უწევს ბრძოლა. მათ რიგებში შესანიშნავი სიახლეა, კლუბმა როგორც იქნა ენცო პერესის ტრანსფერი განახორციელა და დღევანდელი მატჩის განაცხადშიცაა შეყვანილი. ერთადერთი მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ, ხავი ფუეგოს, რომელსაც დღე 30 წელი შეუსრულდა, ბევრი ყვითლები დაუგროვდა. ტრავმირებული მოთამაშე “ღამურებს” არ ჰყავთ.
“რეალმა” სეზონის სტარტზე ორი შეხვედრა წააგო და მას შემდეგ საოცარ ფორმაში შევიდა. “ბლანკოსს” ყველა ტურნირზე ზედიზედ 22 შეხვედრა აქვს მოგებული. აქედან 12 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის და გასაკვირი არაა, რომ მადრიდელები პირველ ადგილზე არიან. სტუმრები მხოლოდ ტრავმირებულ ლუკა მოდრიჩს მოისაკლისებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს 25 წელი შეუსრულდა ტონი კროოსს და გუნდელები ეცდებიან, რომ გამარჯვებით მიულოცონ იუბილე.
დღევანდელ მატჩს დაძაბულობა არც აქამდე აკლდა, თუმცა სერხიო რამოსის ქმედებამ დაძაბული მუხტი ორმაგად გაზარდა. სერხიომ “ვალენსიას” ოფიციალურ ვებგვერდზე დადებული ალვარო ნეგრედოს სურათის ანალოგი გადაიღო და ქვემოთ წელს მოგებული თასები გამოფინა (იხ.ფოტო ზემოთ), რაც “ვალენსიას” გულშემატკივარმა პროვოკაციად მიიღო და დღევანდელი შეხვედრისთვის ორმაგად ემზადებიან.
შეხვედრას 30 წლის ხესუს ხილ მანსანო განსჯის, რომელიც ლა ლიგის შეხვედრებს 2012 წლიდან უძღვება, ხოლო 2014 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია. მიმდინარე სეზონში მანსანომ “ელ კლასიკოში” იმსაჯა, რომელიც “რეალის” გამარჯვებით დასრულდა.
გასულ წელს “მესტალიაზე” გამართულ შეხვედრაში “რეალმა” ხესეს ბოლოსკენ გატანილი გოლით 3:2 იმარჯვა. მაშინ ძალიან უხეშად შეცდა “ღამურების” აწ უკვე ყოფილი კიპერი ვისენტე გუაიტა, რომელსაც ხელებში გაუძვრა ბურთი. რაც შეეხება “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრას, ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრები იგებდნენ, თუმცა კრიშტიანო რონალდუმ 92-ე წუთზე შესანიშნავი ქუსლური გაიტანა და “ღამურებს” არ მოაგებინა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, ბარაგანი, პერესი, გომეში, პარეხო, ფეგული, პიატი, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
რეალი (4-3-3): კასილასი, პეპე, ვარანე, მარსელო, კარვახალი, კროოსი, ისკო, ხამეს როდრიგესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
00:00 სოსიედადი – ბარსელონა
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
ძალიან საინტერესო მატჩი შედგება სან-სებასტიანში. “ბარსელონა” მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ სტადიონს ეწვევა და ამჯერად მაინც ეცდება უიღბლო სერიის დასრულებას.
“სოსიედადს” “ანოეტაზე” 2007 წლის შემდეგ არ წაუგია “ბარსელონასთან”. მას შემდეგ კლუბები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ნახსენებ არენაზე ერთმანეთს, საიდანაც 3-ჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს და 2-ჯერ ყაიმს დასჯრედნენ.
დევიდ მოიესი დღევანდელი მატჩისთვისაც გამარჯვებისთვის აპირებს ბრძოლას, რაზეც მან გუშინდელ ინტერვიუში ისაუბრა. მისი მოსვლის შემდეგ ბასკურმა კლუბმა 5 შეხვედრა ჩაატარა. საიდანაც, 3 ფრედ დაასრულა და თითოჯერ მოახერხა წაგება და გამარჯვება. “ჩური ურდინს” მიმდინარე სეზონში 3 მოგება აქვს და აქედან 2-ჯერ გრანდი ჰყავს დამარცხებული. ბასკებმა “ანოეტაზე” ჯერ “რეალი” დაამარცხეს, ხოლო შემდეგ “ატლეტიკო”, რაც იმას მიუთითებს, რომ იოლი შეხვედრარ არც “ბარსას” ექნება მითუმეტეს, რომ ძალიან უჭირს ამ სტადიონზე. მასპინძლებს ტრავმების გამო ესტრადა, ზურუტუზა და ზალდუა დააკლდებიან.
“ბარსელონას” ბოლო პერიოდია გასვლაზე თამაში უჭირს. უკანასკნელი 5 საგარეო მატჩიდან, კატალონიელებმა 1 წააგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 3-ჯერ იმარჯვეს, საიდანაც მხოლოდ “რაიო ვალეკანოს” დამარცხება მოახერხა ორბურთიანი სხვაობით. “ბლაუგრანამ” “ვალენსია” 94-ე წუთზე დაამარცხა, ხოლო “ალმერიასთან” თავიდან აგებდა და აქაც ბოლოს მოახერხა გამარჯვება. კატალონიელებმა ქულები აღარ უნდა დაკარგონ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესანიშნავ ფორმაში მყოფ “რეალთან” ჭიდილი ძალიან გაუჭირდებათ. კატალონიელებს ვერმაელენი არ ეყოლებათ, რაც უკვე ჩვეული ამბავია.
შეხვედრას 38 წლის კარლოს დელ სერო გრანდე გაუძღვება, რომელიც 2011 წლიდან ნსჯის ლა ლიგის შეხვედრებს, ხოლო 2013 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯია.
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ანსოტეგი, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, ბერგარა, გრანერო, ველა, პრიეტო, კანალესი, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, მონტოია, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდერო