საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარშია და დოჰას პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ცდილობს.
კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად განთესილ პორტუგალიელ გასტაო ელიაშს გაეჯიბრა და 6:4, 6:1 იმარჯვა.
მე-2 წრეში ნიკოლოზის მეტოქე ავსტრიელი ფილიპ ოსვალდი იქნება და ქართველი მატჩში აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ეს თამაში დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
ძირითად ბადეში გასასვლელად ჯამში 3 შეხვედრის მოგებაა საჭირო და უკვე ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება: რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2), ხუან მონაკო (არგენტინა), დავიდ ფერერი (ესპანეთი, 4), მიხაილ იუჟნი (რუსეთი).